Friday, July 11, 2014

ნატალია ქარელის CV

       დავიბადე 1980 წლის 27 დეკემბერს,ქალაქ გორში.
      დედა-მარინე ტერტერაშვილი კარალეთის საჯარო სკოლის მოქმედი პედაგოგია.
      მამა-ვალერი სუხიტაშვილი პროფესიით იურისტი,ამჟამად უმუშევარია.
      ძმა-ვახტანგ სუხიტაშვილი ქალაქ გორის N3 საჯარო სკოლის დირექტორია.
      მეუღლე-გიორგი ქარელი ქალაქ გორის პროფესიული კოლეჯ "განთიადი"-ს მატერიალური რესურსების მენეჯერია.
     მყავს ორი შვილი: მარიამი 9 წლის და სანდრო 5 წლის.
 1998 წელს დავამთავრე კარალეთის საშუალო სკოლა და ამავე წელს ჩავირიცხე ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტზე ინგლისური ენის სპეციალობით.
     2003 წელს წარმატებით დავამთავრე აღნიშნული ფაკულტეტი და მივიღე უმაღლესი ხარისხის დიპლომი ინგლისური ენის,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაციით.
    2006-2007 წლებში  ინგლისური ენის შემცვლელ მასწავლებლად ვიმუშავე სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში.
    2012 წელს ჩავაბარე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ინგლისურ ენასა და პროფესიულ უნარებში და მივიღე სერტიფიცირებული პედაგოგის სტატუსი.
   2012 წელს მუშაობა დავიწყე ქალაქ გორის N4 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად და ვმუშაობ დღემდე.