Saturday, July 11, 2015

ტრენინგის ანგარიში

11.07.2015 წ.ტრენინგი სასკოლო ქსელების შექმნა.
ტრენერი-ხათუნა ბარაბაძე
                                                    ანგარიში
   
     
დღეს მოვისმინე მეტად საინტერესო და პროდუქტიული ტრენინგის ლირველინაწილი.ტრენერმა საკმაოდ ნათლად და გასაგებად აგვიხსნა სასკოლო ქსელების როლი მასწავლებელთა განვითარებისა და კარიერული წინსვლის პროცესში.ვახეთ სასკოოლო ქსელების პრეზენტაცია.
    პირველ ეტაპზე შევავსეთ კითხვარისქემაზე ინფორმაციის და გამოცდილების არსებობაზე.გვესაუბრა,თუ რატომ შეიქმნაეს ქსელი.მიზეზი აღმოჩნდა კომუნიკაციის დეფიციტი როგორც პედაოგებს,ასევე მოსწავლეებს შორის.თუ როგორ შეიქმნა ეს ქსელი.სამოტივაციო წერილით და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.
    ტრენერი გვესაუბრა ქსელის მნიშვნელობაზე კრედიტქულების მოპოვების პროცესში.
    შემდეგი საკითხები იყო:1.მიზან-შედეგობრივი კავშირი2.სწავლა-სწავლების ხარისხის ზრდა.3.შეფასების მიზანი და მიმართულებები.4.თვითშეფასება.5.მასწავლებლის დამატებითი საქმიანობა-კონფერენციაზე მომხსენებლად გამოსვლა,სტაჟირება,რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურიე შექმნა,სასწავლო რესურსის შექმნა,ტრენინგ მოდულის ავტორობა,პროექტებში მონაწილეობა,სტუდენტების ან მასწავლებლების კონსულტირება.
   ამ საკითხების შემდეგ გვქონდა შესვენება 15 წუთით,რის შემდეგაც ვისაუბრეთ თანამშრომლობითი სწავლების მიდგომის ეფექტურობაზე,სკოლის საჭიროებების დიაგნოსტიკაზე,გავაკეთეთ SWOT-ანალიზი.
    ბოლოს ტრენერმა ჯგუფებად დაგვყო და მოგცა დავალება,რომ გვემუშავა პროექტის იდეაზე.
   ვფიქრობ,ტრენინგი ნაოყოფიერი იო,დამეხმარება ქსელებში ჩართულპედაგოგებტან ტანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაში,რაცტავის მხრივ გავლენას იქონიებს ჩემს პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაზე,აისახება სწავლა-სწავლების პროცესზე დადებითად.

Thursday, April 23, 2015

ღია გაკვეთილი აღდგომის თემაზე

                        ღია გაკვეთილი თემაზე-"Easter in different countries"


   20 აპრილს,ორშაბათს,გორის N 4 საჯარო სკოლის მე-5 კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი აღდგომის თემაზე.გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები,უცხო ენების კათედრის თავმჯდომარე,კათედრის სხვა წევრები და მშობლები.პატარებმა თავი გამოიჩინეს და შექებაც დაიმსახურეს.
    გაკვეთილი დავგეგმე თანამედროვე მეთოდებით,გამოყენებულ იქნა ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში,დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით.
    ჩემმა პატარებმა კარგად წარმოაჩინეს ნასწავლი მასალა და გაკვეთილის ბოლოს გააკეთეს თვითშეფასება.
    დამსწრე აუდიტორიას დაურიგდა შეფასების კითხვარები.კოლეგებმა და მშობლებმა გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.





Friday, July 11, 2014

ნატალია ქარელის CV

       დავიბადე 1980 წლის 27 დეკემბერს,ქალაქ გორში.
      დედა-მარინე ტერტერაშვილი კარალეთის საჯარო სკოლის მოქმედი პედაგოგია.
      მამა-ვალერი სუხიტაშვილი პროფესიით იურისტი,ამჟამად უმუშევარია.
      ძმა-ვახტანგ სუხიტაშვილი ქალაქ გორის N3 საჯარო სკოლის დირექტორია.
      მეუღლე-გიორგი ქარელი ქალაქ გორის პროფესიული კოლეჯ "განთიადი"-ს მატერიალური რესურსების მენეჯერია.
     მყავს ორი შვილი: მარიამი 9 წლის და სანდრო 5 წლის.
 1998 წელს დავამთავრე კარალეთის საშუალო სკოლა და ამავე წელს ჩავირიცხე ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტზე ინგლისური ენის სპეციალობით.
     2003 წელს წარმატებით დავამთავრე აღნიშნული ფაკულტეტი და მივიღე უმაღლესი ხარისხის დიპლომი ინგლისური ენის,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაციით.
    2006-2007 წლებში  ინგლისური ენის შემცვლელ მასწავლებლად ვიმუშავე სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში.
    2012 წელს ჩავაბარე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ინგლისურ ენასა და პროფესიულ უნარებში და მივიღე სერტიფიცირებული პედაგოგის სტატუსი.
   2012 წელს მუშაობა დავიწყე ქალაქ გორის N4 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად და ვმუშაობ დღემდე.