Thursday, April 23, 2015

ღია გაკვეთილი აღდგომის თემაზე

                        ღია გაკვეთილი თემაზე-"Easter in different countries"


   20 აპრილს,ორშაბათს,გორის N 4 საჯარო სკოლის მე-5 კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი აღდგომის თემაზე.გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები,უცხო ენების კათედრის თავმჯდომარე,კათედრის სხვა წევრები და მშობლები.პატარებმა თავი გამოიჩინეს და შექებაც დაიმსახურეს.
    გაკვეთილი დავგეგმე თანამედროვე მეთოდებით,გამოყენებულ იქნა ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში,დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით.
    ჩემმა პატარებმა კარგად წარმოაჩინეს ნასწავლი მასალა და გაკვეთილის ბოლოს გააკეთეს თვითშეფასება.
    დამსწრე აუდიტორიას დაურიგდა შეფასების კითხვარები.კოლეგებმა და მშობლებმა გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.





No comments:

Post a Comment